L’inauguration de la salle dédiée au Centenaire de la fin de la Première Guerre mondiale et de la Proclamation de la République de Géorgie

31.05.2019

 Le 29 mai, l’Ambassadeur de France en Géorgie Monsieur Pascal Meunier a inauguré à l’Ecole Française du Caucase la salle dédiée au Centenaire de la fin de la Première Guerre mondiale et de la Proclamation de la République de Géorgie. Le Centenaire de la 1ère République indépendante de Géorgie, qui a été fondée à l’issue de la Première Guerre mondiale, est un moment privilégié où se rencontrent l’histoire de France et l’histoire géorgienne.

À l’initiative de l’enseignante de culture géorgienne Madame Nino Lashkhi et l’enseignante d’histoire-géographie Madame Isabelle Hurtiger, les élèves de 3e et de 2nde ont participé à ce projet.

L’objectif de ce projet a été la création d’un petit laboratoire à l’EFC pour réaliser des films documentaires en histoire. Ce projet a été financé par la Mission du centenaire de la Première Guerre mondiale, créée par le gouvernement français, dans la perspective de préparer et de mettre en œuvre le programme commémoratif du centenaire de la 1ère guerre mondiale. Pour le jour de l’inauguration les élèves ont présenté un petit film documentaire qu’ils ont réalisé sur la première République géorgienne et la fin de la Première Guerre mondiale et les nouveaux affichages qui ont été créés à cette occasion.

 

 

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალური კაბინეტის ინაუგურაცია

 

29 მაისს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა პასკალ მენიემ კავკასიის ფრანგულ სკოლაში გახსნა პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალური კაბინეტი. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შექმნილი საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ასი წლისთავის აღნიშვნისას იკვეთება საფრანგეთისა და საქართველოს ისტორია.

ისტორიის მასწავლებლის, ქ-ნ ნინო ლაშხისა და ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებლის, ქ-ნ იზაბელ ურტიჟეს ინიციატივით, პროექტში მონაწილეობა მიიღეს მე-9 და მე-10 კლასელებმა.

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო კავკასიის ფრანგულ სკოლაში პატარა ლაბორატორიის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება ისტორიული დოკუმენტური ფილმების გადაღება. ეს პროექტი დააფინანსა საფრანგეთის მთავრობის მიერ შექმნილმა პირველი მსოფლიო ომის დასრულების  ასი წლისთავის მისიამ, რომელსაც დაევალა პირველი  მსოფლიო ომის დამთავრების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მომზადება და ჩატარება.

ინაუგურაციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი გადაღებული  დოკუმენტური ფილმი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და პირველი მსოფლიო ომის შესახებ, ასევე ამ თემებზე შექმნილი ახალი აფიშები.

 

 

 

Please reload

© 2019 by Ecole Française du Caucase