Exposition La Grande Lessive 2019 « Paysages du bord de Terre »

21.10.2019

 

Cette année le thème de la grande lessive a beaucoup inspiré les enfants de l’Ecole Française du Caucase. Cela montre que la Terre, leur planète Terre fait partie de leurs préoccupations. Ils l’ont dessiné avec amour mais aussi avec inquiétude. 

Les enfants aiment la beauté de leur planète car ils ont dessiné des paysages montagneux et ensoleillés, des arcs-en-ciel, des couchers de soleil. Mais ils s’inquiètent pour elle aussi car certains dessins montrent l’eau, le feu ou encore la pollution recouvrant la Terre. Les hommes sont des équilibristes sur des ponts de fils. Des personnages amoureux observent la mer sur une plage, mais on voit des bouteilles et des sacs en plastiques flotter, des usines et des machines envahissent la terre jusqu’à son bord.

L’exposition sur quatre étages est accompagnée d’un fond sonore où l’on entend le chant des sables, des chants de baleines, le lancement d’une navette spatiale, la fonte des glaces, le bruit de la lave qui coule d’un volcan, le son des vagues sur une plage de galets etc…

 

C’est une belle exposition à visiter dès aujourd’hui 17 octobre 2019

 

 

გამოფენა "დიდი სარეცხი 2019". თემა - "დედამიწის კიდის პეიზაჟები"

 

წელს გამოფენის თემამ კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეების წარმოსახვაზე საინტერესოდ იმოქმედა. რაც იმის მანიშნებელია, რომ პლანეტა დედამიწა მათი ზრუნვის საგანია. მოსწავლეებმა დედამიწა სიყვარულითა და ღელვით დახატეს.

ბავშვებს უყვართ თავიანთი პლანეტის სილამაზე, რადგან მთები და ნათელი პეიზაჟები, ცისარტყელები, მზის ჩასვლები დახატეს. ამავდროულად დარდობენ მასზე, რადგან ზოგიერთ სურათში ჩანს, როგორ ფარავს და იპყრობს დედამიწას წყალი, ცეცხლი და დაბინძურება. ადამიანები ბეწვის ხიდზე გადადიან. შეყვარებულები პლაჟზე სხედან და ზღვას შეჰყურებენ, რომელშიც ბოთლები და პოლიეთილენის პარკები ტივტივებს. ქარხნები და მანქანები კიდით კიდემდე ავსებენ პლანეტას. 

გამოფენა 4 სართულზეა განთავსებული და თან ახლავს ხმოვანი ფონი, სადაც ქვიშის, ვეშაპების სიმღერის, კოსმოსური რაკეტის გაშვების, აისბერგების დნობის, ვულკანიდან ამოხეთქილი ლავისა და კენჭებზე ზღვის ტალღების შეხლის ხმა ისმის. 

 

ამ მშვენიერი გამოფენის დათვალიერება 2019 წლის 17 ოქტომბრიდან შეგიძლიათ

 

 

 

Please reload

© 2019 by Ecole Française du Caucase